LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანჯგალაძე: „ქართული ოცნება“ 2000-წლოვან ქრისტიანულ ქვეყანას ეუბნება, რომ „ჩვენ თუ არ დაგიცავით, გარყვნილება წაგლეკავთ“ – ეს პოლიტიკურად გაკოტრებული ხელისუფლების პიარი“

123
პაატა მანჯგალაძე

„ქართული ოცნება“ ქართველ ხალხს შეურაცხყოფას აყენებს და ეუბნება, თქვენ არც მართლმადიდებლები ხართ, არც ქრისტიანები ხართ, არავინ ხართ და ჩვენ თუ არ დაგიცავით, გარყვნილება წაგლეკავთ – ეს არის მავნებლობა“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

აღნიშნულით დეპუტატი ჟურნალისტებთან საუბრისას „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტი შეაფასა და თქვა, რომ აღნიშნული ინიციატივა პოლიტიკურად გაკოტრებული ხელისუფლების პიარია.

ლაშა ტუღუში: „როგორ უნდა აკონტროლონ ლგბტ თემის პოპულარიზაცია, ვინ უნდა გააკონტროლოს?  – ცენზურა შემოაქვთ, თუ მორალის პოლიცია? შემდეგი ნაბიჯი რა არის? ჩამოხრჩობა?“

როგორც მანჯგალაძემ თქვა, მამუკა მდინარაძემ და „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტობრივად, პირდაპირ შეურაცხყოფა მიაყენეს ქართველ ხალხს, როცა თქვეს, რომ ახლა ჩვენ თუ არ დაგიცავთ თქვენ, თქვენს ოჯახებს, ისე საქართველოს წალეკავს გარყვნილება.

„ეს არის ქრისტიანული ქვეყნის შეურაცხყოფა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკურად გაკოტრებული და ცდილობს, ცრუ დილემის შექმნით, შექმნას ხელოვნური არგუმენტი „ქართული ოცნების“ ასარჩევად. სისულელეა, ვინც მოიგონა ეს ყველაფერი და ეს მოქმედებს საქართველოზე ძალიან ნეგატიურად.

აკრძალულია ადამიანის სქესის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა – კიდევ რას ითვალისწინებს „ქართული ოცნების“ მიერ კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები

ის, რომ ინცესტისგან გვიცავს „ქართული ოცნება“ ქართველებს, 2 000-წლოვან ქრისტიანულ ქვეყანას, ეს არის მავნებლობა, რომელიც პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს 2 000-წლოვან კულტურას, ტრადიციას და ქვეყანას. ქართული ოჯახების შეურაცხყოფაა ამის ჩაწერა კონსტიტუციაში და კანონში. ესენი არიან მავნებლები, ვინც მოიგონა,- განაცხადა მანჯგალაძემ.

ასევე ნახეთ

„გადავწყვიტეთ, დავაინიციროთ საკონსტიტუციო ცვლილებები, სადაც მკაფიოდ გაიწერება ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის გარანტიები, რის შემდეგაც ძალიან ახლო მომავალში, ჩვენ ასევე დავაინიცირებთ შესაბამის და უფრო კონკრეტულ ცვლილებებს კანონებში“.

ინფორმაციისთვის, პარლამენტში მმართველი უმრავლესობის ინიციატივით ორი – ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი საკონსტიტუციო ინიციატივა დარეგისტრირდება.

„ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ“ წარდგენილი იქნება როგორც მოქმედ კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი, ასევე კონსტიტუციური კანონის პროექტი სახელწოდებით – „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.

მეგრელიშვილი: „ტექსტი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა, არის აბსურდი და ადამიანის უფლებების შემზღუდავი – ადამიანს აქვს სრული უფლება თავის სხეულს როგორც უნდა ისე მოექცეს“

~