„ბიძინა ივანიშვილს მადლობა 17-ჯერ გადაუხადეს, ქართველ ხალხს არც ერთხელ. ნუთუ ეს არ კმარა იმისთვის, რომ ყველაფერი დავასრულოთ? სირცხვილის ეს მასკარადი ქართველი ხალხის და საქართველოს შეურაცხყოფაა“, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ „ქართული ოცნების“ დღევანდელი ყრილობის შეფასების დროს.
მანჯგალაძის თქმით, „ქართული ოცნების“ დღევანდელი ყრილობა ნათელი მტკიცებულებაა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნა ხალხისთვის სახიფათოა“.
„17-ჯერ გადაუხადეს მადლობა ივანიშვილს, არც ერთხელ ქართველ ხალხს. ნუთუ ეს არ კმარა იმისთვის, რომ ყველაფერი დავასრულოთ? სირცხვილის ეს მასკარადი ქართველი ხალხის და საქართველოს შეურაცხყოფაა.
„ქართული ოცნების“ დღევანდელი ყრილობა ნათელი მტკიცებულებაა იმის, რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნა ხალხისთვის სახიფათოა. დავკარგეთ მთელი თორმეტი წელი, ძვირფასი დრო ჩვენი ცხოვრებიდან იმისთვის, რომ ყოველ ჯერზე ახალი „ქოცი“ მინისტრები და პრემიერ-მინისტრები გვძარცვავდნენ. ხალხი რჩება მოტყუებული და გაღარიბებული. ცვლილებები, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები რეალურია და ხალხის გამარჯვებაც რეალურია“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ცნობისათვის, ირაკლი ღარიბაშვილი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ აირჩიეს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას პარტიის მერვე ყრილობის დელეგატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. დღესვე, მმართველმა პარტიამ ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა.