LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანჯგალაძე: იუსტიციის საბჭოში გადმოსხეს დესანტი „კლანის” მეთაურების – მურუსიძის და გვრიტიშვილის თამადობით, რაც ევროპული რეკომენდაციის დარღვევაა

42
BeFunky-collage (4)

იუსტიციის საბჭოში დესანტის გადმოსხმა „კლანის” მეთაურების სახით, ევროპული რეკომენდაციების დარღვევაა, – ასე გამოეხმაურა “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატი, პაატა მანჯგალაძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრებად ლევან მურუსიძის და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევას.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი აირჩიეს

ნიკა სიმონიშვილი: მოსამართლეთა კონფერენციამ მურუსიძე და გვრიტიშვილი უკონკურენტოდ აირჩია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში – შეგიძლიათ ამოისუნთქოთ, დაძაბული არჩევნები დამთავრდა

როგორც მან პარლამენტში დღეს, 24 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, “ქართულმა ოცნებამ” რუსული არჩევანი გააკეთა და ევროპული კურსის ღიად შეფერხებასაც აღარ ერიდება.

“იუსტიციის საბჭოში გადმოსხეს დესანტი “კლანის” მეთაურების – მურუსიძის და გვრიტიშვილის თამადობით, რაც არის პირდაპირ დარღვევა ევროპული რეკომენდაციის.

როგორც ჩანს, „ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა არჩევანი ევროპასა და რუსეთს შორის რუსეთის სასარგებლოდ გააკეთოს. რუსული არჩევანია, როცა ქვეყანაში გვაქვს ოლიგარქიული მმართველობა, როცა სასამართლოს მართავს კლანი და იყენებენ მას პოლიტიკური დევნისთვის, ამის მაგალითია ნიკა გვარამიას საქმე, ასევე რუსული არჩევანია ანტიდასავლური რიტორიკა, რომელიც ქვეყანაში მეფობს “ქართული ოცნების” დამსახურებით,”- განაცხადა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, რუსული არჩევანის მაგალითია პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებაც, რომლითაც მან მიხეილ სააკაშვილის რეზოლუციაში მოხსენიებასთან დაკავშირებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მიმართა.

სააკაშვილზე ჩანაწერი აზიანებს ასამბლეის სანდოობას – შალვა პაპუაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მიმართავს

პაატა მანჯგალაძის შეფასებით, მიუღებელია, როცა ევროპელებს ეუბნებიან, რომ საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზას ევროსაბჭოს რეზოლუციები და გადაწყვეტილებები აფერხებს.

“ეს არის საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებები, ისეთ აღვირახსნილ მდგომარეობაშია “ქართული ოცნება”, ევროპელებს ასწავლიან, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებების დაცვა და სამართლიანი სასამართლო. პაპუაშვილი ლექციებს უტარებს ევროკავშირს, ევროსაბჭოს წარმომადგენლებს, რომ თურმე საქართველოში საუკეთესოდ არის დაცული ადამიანის უფლებები მაშინ, როცა კლანს აბრუნებენ იუსტიციის საბჭოში, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში სასამართლო საერთოდ არ გვაქვს”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები