LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანჯგალაძე: აბლაბუდა რომ იყო დახატული, იმათზე რატომ არ ატარებენ ღონისძიებებს ქართული ? ივანიშვილთან დაახლოებულ პირებთან ხომ არ მივა? კეზერაშვილთანაც მივიდეთ

155
მანჯგალაძე კეზერაშვილის საქმეზე

„აბლაბუდა რომ იყო დახატული იმ პირებთან დაკავშირებით რატომ არ ატარებს ღონისძიებებს ქართული სამართალდამცავი ორგანოები, ივანიშვილთან დაახლოებულ პირებთან ხომ არ მივა? კეზერაშვილთანაც მივიდეთ, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს“, – ამის შესახებ დეპუტატი პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

აღნიშნული განცხადებით „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი საქართველოში „ქოლ- ცენტრების“ დამფუძნებლად სახელდება და „მისტერ ოფშორად“ მოიხსენიებენ.

„მილიარდ დოლარიანი თაღლითური სქემა“ – BBC სტატიას აქვეყნებს სქემაზე, რომლის ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული

პაატა მანჯგალაძის მოსაზრებით, BBC მხოლოდ დაშვებების დონეზე საუბრობს, თუმცა იქვე დასძენს, რომ თუ ეს ვერსია დადასტურდა, შეუძლებელია ამ სქემას საქართველოში ხელისუფლების მონაწილეობის გარეშე ემუშავა:

„თუ დასტურდება „ქოლ-ცენტრების“ არსებობა საქართველოში და ვერსია, რომ ადამიანებს, რომლებიც ამას ახორციელებდნენ შეიძლება კავშირი ჰქონდეს კეზერაშვილთან, პირდაპირ ვამბობ, რომ ეს სქემები ვერ იმუშავებდა მმართველი პარტიის, ხელისუფლების მონაწილეობის გარეშე.

„ვფიქრობ, დანაშაული ბევრად უფრო მასშტაბურია და ხელისუფლებას უკავშირდება“ – ხუხაშვილი ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე

„ყველაზე კარგი, რაც მას შეუძლია ახლა გააკეთოს, იფიქროს საპროცესო გარიგებაზე ევროპულ და ამერიკულ საგამოძიებო სტრუქტურებთან და გახსნას მთელი სქემა“

BBC თავის წერილობით სტატიაშიც, საგამოძიებო ფილმშიც ამბობს, რომ ეს არ არის საბრალდებო დასკვნა, დაშვებებია. საგამოძიებო ჟურნალისტიკა არ ნიშნავს სასამართლო ვერდიქტს.

გასაგებია და დაშვების დონეზე ვუშვებ, რომ კონტაქტი შეიძლება არსებობდეს ამათ შორის, მაგრამ უფრო დიდი მტკიცებულება შინაგანი მაქვს, რომ „ქოლ-ცენტრი“, საიდანაც ასობით ადამიანი რეკავს უცხოეთში ვერ იმუშავებს მმართველი პარტიის და ხელისუფლების გარეშე.

კითხვა მაქვს, თუნდაც იმ ხუთ ადამიანთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში თავისუფლად გადაადგილდება, რატომ არ არის შესაბამისი ზომები გატარებული?

დავით კეზერაშვილი განცხადებას ავრცელებს

მესმის, რომ კეზერაშვილის მიმართ პოლიტიკური ინტერესია, მაგრამ დანარჩენ ხუთ ადამიანთან დაკავშირებით, ვისზეც იყო საუბარი, აბლაბუდა რომ იყო დახატული, რატომ არ ატარებს სამართლებრივ ღონისძიებას ქართული სამართალდამცავი ორგანოები, შემთხვევით ხომ არ მივალთ ფარცხალაძესთან, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ სხვა ადამიანებთან? და კეზერაშვილთანაც მივიდეთ, თუ ეს ასეა ნამდვილად, არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს.“ – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პაპუაშვილი: სამწუხაროდ, დავით კეზერაშვილს იფარებს ევროპა და ვხედავთ, რომ იქიდან გეგმავს არეულობას ქვეყანაში, იმედი მაქვს, საქართველოს გადმოეცემა

ცნობისთვის, BBC საგამოძიებო ფილმში, რომელიც მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემას ეხება, დეტალურად ხსნის, რატომ მიიჩნევს საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს ამ სქემის ერთ-ერთ ცენტრალურ ფიგურად.

გამომძიებელი ჟურნალისტის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტები, რომლებიც კეზერაშვილს ამ სქემის განმახორციელებელ Milton group-თან დააკავშირებს, არსებობს ირიბი მტკიცებულებები.