LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანიკა ასათიანს მანქანა დაუზიანეს – „ეგეთი „ნაგლი“ როგორ ხარ…“

96

ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი ძალიან გაბრაზებულია უცნობზე, რომელმაც მისი მანქანა დააზიანა და მიუხედავად იმისა, რომ სტატუსების წერის დიდი მოყვარული არ არის, ამჯერად სოციალურ ქსელში თავს გადახდენილი ამბავი მეგობრებს გაუზიარა.

„ძალიან პასიური „ფეისბუქერი“ ვარ სტატუსების მხრივ, მაგრამ ეს უნდა დავწერო!

პანაშვიდზე ვიყავი ვერის სასაფლაოს ეკლესიაში. მანქანა სპეციალურად ქვემოთ, ბორდიურზე დავაყენე, ზევით საცობი რომ არ შემექმნა. მაქსიმუმ ნახევარი სათით მომიწია ზევით ყოფნამ, ნუ დროს რა მნიშვნელობა აქვს. მთავარი არის ის, რომ მოვდივარ და შორიდან ვხედავ, რომ მარცხენა სარკე არის ჩალეწილი და ჩამოკონწიალებული, ძირს პლასტმასები და ნაწილები ყრია.

აი, ძალიან მინდა, რომ ამის გამკეთებელმა ეს სტატუსი ნახოს. 1. ტარება რომ არ იცი, გავიგე 2. ეგეთი „ნაგლი“ როგორ ხარ, რო გაიტანე სარკე და არც გაჩერდი, წყნარად გააგრძელე ალბათ გზა. დამელოდე, შეწუხდი მაინც და ბოდიში მოიხადე. აი, ეგეც კი საკმარისი იქნებოდა და იმასაც გავიგებდი, თუ სარკის გაკეთების თანხა არ გაქვს, მარა ესეთი სითავხედე არ მესმის!!!“ – წერს „იმედის დილის“ წამყვანი „ფეისბუქ“-გვერდზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები