საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი (პანტიანი) – მანგლისის საავტომობილო გზის 29-ე კმ-ზე არსებული ქვის თაღოვანი სახიდე გადასასვლელის ნაცვლად ახალი სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
ხიდი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, კერძოდ, დაბა მანგლისში – უსახელო ღელეს გადაკვეთაზე, მდებარეობს. ხიდის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, მანგლისის საკურორტო ზონაში ტურისტები და დამსვენებლები უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებენ გადაადგილებას.
პროექტით გათვალისწინებულია: ახალი რკინა-ბეტონის ერთმალიანი თაღოვანი კონსტრუქციის ხიდის მშენებლობა; ხიდის სავალი ნაწილის, გვერდულების, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, საგზაო ნიშნებისა და შემოფარგვლის მოწყობის სამუშაოები; განხორციელდება ხიდის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა. ამ დროისთავის. ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოები, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გივი ჩოჩიამ დაათვალიერა.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 832 900 ლარია. სამუშაოები 2016 წლის აგვისტოში დაიწყო და 2017 წლის ოქტომბერში დასრულდება.