LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მანდატები იაფად”, “გია ვოლსკის სადღეგრძელოები 2 ლარად” – “ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები პარლამენტთან აქცია-პერფორმანსს მართავენ

55
ევსაქების აქცია

“ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები პარლამენტთან აქცია-პერფორმანსს მართავენ. აქციის მონაწილეებმა ადგილზე ქაღალდისგან დამზადებული ჯიხური მიიტანეს, სადაც მათ მიერ დამზადებულ “საპარლამენტო მანდატებს” სიმბოლურ ფასად ყიდიან. ჯიხურში კი პარლამენტის დეპუტატების ფოტოები და წარწერები აქვთ გამოკრული, მაგალითად: “მანდატები იაფად”, “გია ვოლსკის სადღეგრძელოები 2 ლარად” და სხვა.

“ევროპული საქართველოს” აქტივისტების განცხადებით, დღევანდელ პარლამენტში შესვლა ღალატის ტოლფასია და საპარლამენტო მანდატები ხალხის ნებას არ წარმოადგენს.

“დღევანდელი აქცია-პერფორმანსი გაყალბებულ არჩევნებს ემსახურება, დღეს არის საგაზაფხულო სესიის პირველი სხდომა და ეს კლოუნადა , რომელიც საქართველოს პარლამენტში ხდება,  ქვეყანაში არსებულ რეალობას ასახავს. ალეკო ელისაშვილიც და სხვა დეპუტატებიც, რომლებიც  ოპოზიციური სპექტრიდან პარლამენტში შევლენ, ყველას ადგილი  ნაგვის ურნაში იქნება. ეს მანდატები იყიდება სიმბოლურ ფასად, ისინი ხალხის ნებას არ წარმოადგენს და არის უბრალო ქაღალდები, რომელსაც არანაირი დანიშნულება არ აქვს“, – აღნიშნა „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ცოტნე ვადაჭკორიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები