LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანდარინს ხვალიდან კიდევ ერთი საწარმო ჩაიბარებს

44

აჭარის რეგიონში ამ დროისთვის 150 ტონამდე არასტანდარტული მანდარინია გადამუშავებული. ქობულეთში ციტრუსს კონცენტრატის დამამზადებელი ორი ქარხანა იბარებს.

როგორც ”ფორტუნას” არასტანდარტული მანდარინის ჩაბარების შტაბის ხელმძღვანელმა დავით უმეკაშვილმა განუცხადა, ხვალ მანდარინის კიდევ ერთი ჩამბარებელი საწარმო ამუშავდება, რომელიც რაჭაში მდებარეობს.

”მანდარინის მიღება საწარმოებმა გუშინ დაიწყეს. ციტრუსის ჩაბარების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ჯამში 20 ათას ტონამდე არასტანდარტული მანდარინის მოსავალს ველოდებით,” – განაცხადა უმეკაშვილმა.

არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირებაზე წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარი გამოიყოფა. კომპანია, რომელიც მანდარინს 20 თეთრად შეისყიდის, სახელმწიფო სუბსიდიის სახით 10 თეთრს გადაუხდის. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, ფერმერები წლევანდელ სეზონზე ჯამში 100-დან 110 ათას ტონამდე მანდარინის მოსავალს ელოდებიან. შარშანდელთან შედარებით, წელს მანდარინის მოსავალი 30–40%–ითაა გაზრდილი.

რაც შეეხება სტანდარტულ მადარინს. უმეკაშვილის ინფორმაციით, მისი ფასი 50-დან 70 თეთრამდე მერყეობს და ექსპორტზე აქტიურად გადის.

ამ დროისათვის 680 ათასამდე ტონა უკვე ექსპორტირებულია რუსეთში, 240 ათასი ტონა –  სომხეთში, 110 ათასი ტონა  – უკრაინაში, 90 ათასი ტონა –  აზერბაიჯანში, ხოლო 32 ტონა – ყაზახეთში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები