LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანჩო გიორგობიანი: “ვინმემ გამაგებინოს, ამ გოგოს რატომ აქვს უფლება ლამის ყოველ დღე ჩამოუჯდეს მიჰას გამრთობად და სხვა პატიმრებს რატომ ვუზღუდავთ იგივეს?”

2266
248587081-1814604682064508-5233118666860009174-n

სამოქალაქო აქტივისტი, ჟურნალისტი მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.

როგორც გიორგობიანი აღნიშნავს, თუ ლიზა იასკოს მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლება ყოველდღე აქვს, ამის შესაძლებლობა სხვა პატიმრების მნახველებსაც უნდა მიეცეთ.

“ვინმემ გამაგებინოს, ამ გოგოს რატომ აქვს უფლება ლამის ყოველ დღე ჩამოუჯდეს მიჰას გამრთობად და სხვა პატიმრებს რატომ ვუზღუდავთ იგივეს?

ეს რა სეგრეგაციაა, ან რა დაჩაგვრაა, ვერ გავიგე?!

მაშინ, დაუმატეთ სხვა პატიმრებსაც ვიზიტები…

მაგრად მკიდია ვინ ნახავს და ვინ არა მიხუილოს, უბრალოდ დანარჩენი პატიმრების ბედი მაწუხებს, თავს რომ ადამიანებად ვერ გრძნობენ და იმ არასახალხო კიკასაც რომ არ ადარდებს… ესე როგორ შეიძლება?!”-წერს მანჩო გიორგობიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები