ინგლისურ ქალაქ მანჩესტერში ფეხბურთის თაყვანისმცემლებს შორის მასობრივი შეტაკება მოხდა. აურზაური ”სიტისა” და ”სევილიას” მატჩის დაწყებმადე დაიწყო.
როგორც ”Manchester Evening News”-ი წერს, 25 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი ქალაქის ცენტრში სევილიას ფანებს დაეტაკა. თავდამსხმელებმა მოწინააღმდეგეებს სკამები დაუშინეს. დაშავდა მხოლოდ ერთი ადამიანი, რომლის სიცოცხლესაც საფრთხე არ ემუქრება.
ცხელ კვალზე პოლიციამ უწესრიგობის სამი ორგანიზატორი დაიჭირა, ყველა მათგანი პოლონელი აღმოჩნდა. მოგვიანებით პოლიციამ კიდევ ერთი საფეხბურთო თაღლითი დააკავა, რომელიც ბარში იმალებოდა.
https://www.youtube.com/watch?v=5kS-bHU2_K4