„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელები მზის დამცავი სათვალეების რეკლამაში გადაიღეს.
„წითელმა ეშმაკებმა“ ბრენდ „Maui Jim“-თან პარტნიორული თანამშრომლობის შესახებ გამოაცხადეს. ფოტოსესიაში მონაწილეობდნენ: პოლ პოგბა, მარსიალი, ლინგარდი, ერერა და დე ხეა.
Maui Jim – ამერიკული ფირმაა, რომელიც მზისდამცავი სათვალეების წარმოებით მსოფლიოში მესამე ადგილზეა.
თანამშრომლობის ფარგლებში „იუნატედი“ Maui Jim-ის სათვალეებს 26 თებერვლიდან „ოლდ ტრაფორდის“ მეგამარკეტში გაყიდის.