LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანჩესტერის ყიდვას კადაფი აპირებდა

29

2004 წელს მუამარ კადაფი ”მანჩესტერ იუნაიტედის” აქციების 29,9%-ის ყიდვასთან ძალიან ახლოს იყო. ამის შესახებ გამოცემა The Sunday Times-ს ფინანსისტმა მეჰმეტ დალმანმა განუცხადა, რომლის თქმითაც იგი აღნიშნულთან დაკავშირებით რამდენჯერმე ეწვია ლიბიას, კონკრეტულად კი ქვეყნის მაშინდელ ლიდერს, კადაფს.

”საზოგადოებამ ამაზე არაფერი იცის. კადაფი ძალიან ახლოს იყო ”იუნაიტედის” აქციების ყიდვასთან. ყველაფერი რამდენიმე საათში შეიცვალა”, – განაცხადა დალმანმა. აღნიშნული აქციები საბოლოოდ გლეიზერების ოჯახის ხელში აღმოჩნდა.

მუამარ კადაფი ლიბიაში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების დროს, 2011 წელს მოკლეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები