LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანჩესტერის ფეხბურთელებს ინდივიდუალურ კერძებს უმზადებენ: ტენ ჰაგმა ბაზა რესტორანს დაამსგავსა

34
download

“მანჩესტერის“ ფეხბურთელებს ინდივიდუალურ კერძებს მოუმზადებენ. ტენ ჰაგი მკაცრად მოეკიდა ფეხბურთელების ფიზიკურ ფორმას.

ბიჭებს სტეიკ-რუმიც მოუწყვეს სამწვრთნელო ცენტრში.

„მანჩეტსერი“ თავის მოთამაშეებს 5-ვარსკვლავიან კვებას უზრუნველყოფს გზაშიც და ბაზაზეც, რათა მათი წონა აკონტროლონ.

ტენ ჰაგმა ბევრი სიახლე შეიტანა „იუნაიტედში“. ის ფეხბურთელებს ახალ მიდგომაზე ესაუბრა, რაც დისციპლინასა და ჯანმრთელობის მდგომარეობის რეგულარულ შემოწმებას ეფუძნება.

გასულ თვეს „მანჩესტერმა“ გამოაცხადა პირველი გუნდის შეფ-მზარეულის ძებნაზე, ახლა კი გუნდის წევრებს შინ უმზადებენ კერძებს. გარდა ამისა, ტენ ჰაგის დანერგილი სიახლეა ალკოჰოლზე უარის თქმა მატჩამდე ერთი კვირით ადრე და ვარჯიშებზე ერთობლივი სადილობა.

წყარო ამბობს:
„საწვრთნელ ბაზა ახლა უფრო მიშლენის ვარსკვლავიან რესტორანს ჰგავს და არა ძველმოდურ სასადილოს.
ფეხბურთელებმა დიეტა უნდა დაიცვან, მზარეულებმა კი ბედნიერებმა მოამზადონ კერძები და სახლში გაუგზავნონ. ბევრი ფეხბურთელი ახალგაზრდაა, მარტო ცხოვრობს და უფრო თავდაჯერებული გრძნობს თავს მოედანზე, ვიდრე სამზარეულოში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები