LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანჩესტერის ევროპული საქმე გართულდა

82

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტური დასრულდა, რომლის შემდეგ პლეი-ოფში უკვე გასულ ხუთ გუნდს (“რეალი”, “სიტი”, “ბარსელონა”, “ბაიერნი”, “ზენიტი”) მიემატნენ “პარი სენ-ჟერმენი”, “ატლეტიკო”, “ბენფიკა” და “იუვენტუსი”.

 

A ჯგუფი

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და მისმა თანაგუნდელებმა სტუმრად “მალმიო” ერთი არ დაინდეს – 5:0. მადრიდის “რეალი” დონეცკში “შახტარს” 4:0-ს უგებდა, მაგრამ მერე სამი გოლი გაუშვა და 4:3 მოიგო. კრიშტიანო რონალდოს ანგარიშზე ორი გოლი და ორი საგოლე პასია. “სამეფო კლუბმა” პირველი ადგილი გაინაღდა.

რეალი – 13 ქულა; პსჟ – 10; შახტარი – 3; მალმიო – 3

ბოლო ტური. 8 დეკემბერი:
პსჟ-შახტარი, რეალი-მალმიო
B ჯგუფი
“ვოლფსბურგმა” სტუმრად 2:0 (აკინფეევი-ავტოგოლი, შიურლე) დაამარცხა მოსკოვის ცსკა და არმიელები ჯგუფში ჩატოვა.
“ოლდ ტრაფორდზე” “მანჩესტერ იუნაიტედმა” ვერ აჯობა პსვ-ს და ძალიან გაირთულა საქმე. მართალია, ”იუნატედი” მეორეა, მაგრამ ბოლო თამაში გერმანიაში უწევს და თუნდაც ფრედ რომ ითამაშოს, შეიძლება მაინც ჩარჩეს, თუ ჰოლანდიელებმა შინ მოიგეს.
ვოლფსბურგი – 9 ქულა; მანჩესტერი – 8; პსვ – 7; ცსკა – 4.

ბოლო ტური. 8 დეკემბერი:
ვოლფსბურგი-მანჩესტერი, პსვ-ცსკა
C ჯგუფი
ლისაბონის “ბენფიკა” ნახევარ საათში “ასტანასთან” 0:2-ს აგებდა. თუმცა ყაზახებმა ვერ შეძლეს უპირატესობის შენარჩუნება – 2:2 (რაულ ხიმენესის დუბლი).
მადრიდში “ატლეტიკომ” “გალათასარაი” ანტუან გრიზმანის დუბლის წყალობით დაამარცხა – 2:0. ამით დიეგო სიმეონეს გუნდმა თავადაც დაიბევა პლეი-ოფში ადგილი და “ბენფიკასაც” ხელი შეუწყო.
ატლეტიკო – 10 ქულა; ბენფიკა – 10; გალათასარაი – 4; ასტანა – 3

ბოლო ტური. 8 დეკემბერი:
ბენფიკა-ატლეტიკო, გალათასარაი-ასტანა

 

D ჯგუფი
ტურინში “იუვენტუსმა” 1:0 მოუგო “სიტის”. გამარჯვების გოლი მარიო მანჯუკიჩის ანგარიშზეა. “ბებერმა ქალბატონმა”, “სიტის” მსგავსად, გაიფორმა პლეი ოფის საგზური და თან უშუალო კონკურენტს პირველი ადგილისთვის ბრძოლაში ორი ქულით გადაასწრო.
მიონხენგლადბახის “ბორუსიამ” “სევილია” დაამარცხა – 4:2.
იუვენტუსი – 11 ქულა; სიტი – 9; გლადბახი – 5; სევილია – 3

ბოლო ტური. 8 დეკემბერი:
სიტი-გლადბახი, სევილია-იუვენტუსი

 

 

2310584_w2 2310355_w2 2310417_w2 2310441_w2 2310486_w2 2310516_w2 2310542_w2

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები