მანანა კობახიძე საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩია, დღეს დეპუტატებმა კენჭი უყარეს კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევასა და მისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტას. საკითხს 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 10 კი წინააღმდეგ წავიდა.
მანანა კობახიძე პარლამენტს ფრაქცია ”ქართულმა ოცნებამ” წარუდგინა.