LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მანამდე არ ვიცოდი, რა იყო სიყვარული“ – კოლსონ ბეიკერი მეგან ფოქსის შესახებ

326
0-PAY-MAIN-Megan-Fox

უკვე რამდენიმე თვეა, 34 წლის მეგან ფოქსი და 30 წლის რეპერი, კოლსონ ბეიკერი ერთმანეთს ხვდებიან. ფოქსმა კოლსონის გამო მეუღლესთან, ბრაიან ოსტონ გრინთან 10 წლიანი ქორწინება დათმო.

როგორც ჩანს, წყვილი თავს საოცრად ბედნიერად გრძნობს, მათი ერთობლივი ფოტოები ინტერნეტში ხშირად ხვდება. მეგანთან ურთიერთობის შესახებ ბეიკერმა ჰოვარდ სტერნის შოუში ღიად ისაუბრა და განაცხადა, რომ მეგანი მისი პირველი, ჭეშმარიტი გრძნობაა და მანამდე არც კი იცოდა, რა იყო ნამდვილი სიყვარული.

„მანამდე არ ვიცოდი, რა იყო სიყვარული, როდესაც ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ, გავიფიქრე – ოჰო, ეს ისაა“, – თქვა რეპერმა.

შეგახსენებთ, მეგანმა და კოლსონმა ერთამნეთი გადასაღებ მოედანზე გაიცნეს, შემდეგ იყო კლიპი, კომპოზიციაზე, Bloody Valentine, სადაც მთავარ როლს მეგან ფოქსი ასრულებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები