LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

MAN-ის ავტობუსის ავარიაში მოყოლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე სატრანსპორტო კომპანია განცხადებას აკეთებს

52

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ განცხადებით, ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ინფორმაცია MAN-ის ავტობუსის ავარიაში მოყოლასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც მათ ”ფორტუნას” აცნობეს, MAN-ის ათი ახალი ავტობუსი, ამ მომენტისთვის,ავტოპარკში მდებარეობს. ახალი ავტობუსების N 61 ხაზზე გაშვება 6 ოქტომბრიდან იგეგმება.

თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს სულ მალე 10 ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, ადაპტირებული და ეკოლოგიურად სუფთა, CNG საწვავზე მომუშავე ავტობუსი მოემსახურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები