LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

MAN-ის ავტობუსები ახალ მარშრუტზე გავიდა

45

დღეიდან №88 ავტობუსების მგზავრებს 11 ახალი ლურჯი MAN-ის CNG ძრავზე მომუშავე და ადაპტირებული ავტობუსები მოემსახურება.

№88 მარშრუტი ნუცუბიძის პლატოს IV მიკრო რაიონიდან ყაზბეგის,   ჭავჭავაძისა და რუსთაველის გამზირების გავლით ბარათაშვილის ქუჩამდე მოძრაობს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, თბილიის მერიის მხარდაჭერით 2017 წელს ავტოპარკის განახლების ფარგლებში შეისყიდა ახალი 143  MAN-ის ავტობუსები. ავტობუსები უკვე მოძრაობს მარშრუტზე  № 9, 37, 51, 61 და 87 მარშრუტებზე.

უახლოეს პერიოდში MAN-ის ავტობუსები კიდევ 6 სხვადასხვა მარშრუტზე იმოძრავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები