LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მან დანაშაული მოინანია და აღიარა – დათუნა სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

457
jj

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორი აცხადებს, რომ დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. აღნიშნულის მიზეზად ის ჯანაშიას მხრიდან სარალიძის მკვლელობის აღიარებასა და მონანიებას ასახელებს. პროკურორი ასევე აცხადებს, რომ ჯანაშიამ ბრალდების მხარეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა.

“ბრალდების მხარე წარმოადგენს საკასაციო საჩივარს ბრალდებულ გ.ბ.-სთან მიმართებით. გარდა ამისა, ბრალდების მხარე წარმოადგენს შუამდგომლობას საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე მსჯავრდებულ გ.ჯ.-სთან მიმართებით. საბოლოო ჯამში, სასამართლო ასევე მოისმენს საკასაციო საჩივარს გ.ბ.-ს ინტერესების დამცველი ადვოკატისგან.

საპროცესო შეთანხმება მიღწეულია გ.ჯ.-სთან მიმართებით. ადვოკატმა მოგვმართა შუამდგომლობით, მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ასევე ბრალდების მხარეს მიაწოდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. სწორედ, ამის გათვალისწინებით, მხარეებს შორის გაფორმდება საპროცესო შეთანხმება. პირობებთან დაკავშირებით, დეტალებზე ვერ გესაუბრებით. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ამ ტიპის შეთანხება შედგა ბრალდებისა და დაცვის მხარეს შორის.

მ სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებული სააპელაციო სასამართლოში არ ეთანხმებოდა მის მიმართ წაყენებულ ბრალს. თუმცა, ამ ეტაპზე მან მის მიერ განხორციელებული ქმედება აღიარა. სწორედ აქედან გამომდინარე, ბრალდებისა და დაცვის მხარეს შორის გაფორებული იქნა საპროცესო შეთანხმება” – აცხადებს პროკურორი.

გიორგი ჯანაშია დავით სარალიძის მკვლელობას ორი ინსტანციის სასამართლოში არ აღიარებდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები