კახა მამულაშვილი, მამულიჩა „სამზარეულოს ომებში“ მონაწილეობს, სადაც სხვა ცნობილ სახეებთან ერთად, თავისი კულინარიული შესაძლებლობები უნდა გამოავლინოს.
პროდიუსერი ჟურნალ „სარკე“ უყვება, როგორ აღმოჩნდა მონაწილეთა შორის:
„კულინარია ჩემი ძლიერი მხარე არ არის. მოტყუებით ვარ ამ პროექტში. დამიბარა პროდიუსერმა , ძალიან გვინდა, პოპულარული ადამიანები ცნობილ შეფებს დაეხმარონ კერძების მომზადებაშიო. არაფერი განსაკუთრებული არ გევალება, კვირაში ერთი დღე მოხვალ და შენს სიამოვნებას მიიღებ ცნობილ მზარეულებთან ურთიერთობითო. პრინციპში, ასეთი პირობები არც გამიპროტესტებია. მაშინვე კონტარქტი დამიდეს წინ და მერე მითხრეს, შენ კი არ უნდა დაეხმარო, ისინი დაგეხმარებიანო. მერე გავიგე, რომ ჟიურიმ თურმე მე უნდა შემაფასოს. ასე აღმოვჩნდი ამ პროექტში.
ლელაც ხომ არ იყო ამ ტყუილში გარეული?
არა, მაგრამ გაუხარდა, სახლში გვჭირდება კარგი მზარეულიო. ახლა უკვე ჩემი იმედი აქვს, რომ ჩემგან კარგი მზარეული დადგება“.