LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძე: „ქოჩორაშვილი ისეთი მაგარი კაცია, ისეთი პენალტი გაიტანა, პოლიტიკაში რაც არ უნდა გამაზოს, არასწორი რაღაცა „მესიჯი“ რო გაახმოვანოს, მაინც მაგარი ქართველი იქნება“

198
მამუკა მდინარაძე და გიორგი ქოჩორაშვილი

„[გიორგი] ქოჩორაშვილი ისეთი მაგარი კაცია, ისეთი პენალტი გაიტანა და ისეთებს გაიტანს კიდე, აწი პოლიტიკაში რაც არ უნდა გამაზოს, მაინც ყველას ქართველს გვეყვარება“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ფეხბურთელ გიორგი ქოჩორაშვილზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ქოჩორაშვილი „მაინც მაგარი ქართველი იქნება“:

„ისეთი მაგარი კაცია, ისეთი მაგარი ფეხბურთელია და ისეთი ისტორია შექმნა, პოლიტიკაში მომავალში რაც არ უნდა გამაზოს, არასწორი რაღაცა „მესიჯი“ რო, გაახმოვანოს, რაც არ ყოფილა, მაგრამ მაინც რომ მოხდეს, მე პირადად, მაინც მისი გულშემატკივარი ვიქნები ცხოვრების ბოლომდე“. – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.

გარდა ამისა, მდინარაძე თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ იმ შემთხვევაში თუ ფეხბურთელის მამა ნამდვილად გიორგი გახარიის პარტიის წევრია, ის თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას დაეთანხმება.

კახა კალაძე ჟურნალისტებს: „როინ ქოჩორაშვილი არის „ნაცი“ გახარიას პარტიის წარმომადგენელი, რატო გიკვირთ?“

„ხომ არ გაუხმოვანებია, როგორც გავიგე, დისშვილის ფოტო დადო, რაც მინიშნებად მიღეთ და აჟიტირდით მთელი „ნაცმოძრაობა“, მაგრამ მართლა მინიშნება რომ ყოფილიყო, მაინც მისი მხარდამჭერი ვიქნები ცხოვრების ბოლომდე პერსონალურადაც და ნაკრების ყველა ფეხბურთელისაც.

ვიღაც ჩვენი მხარდამჭერი იქნება, ვიღაც არ იქნება, საერთოდ არ მაინტერესებს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, ჟურნალისტებს, მათ შორის, იმ სიბინძურეში, რასაც „შავი ფულისთვის“ ბრძოლა ჰქვია, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის შელახვისთვის ბრძოლა ჰქვია, ამ ხალხს ნუ გავრევთ!

რაც შეეხება კახას [კალაძე] ნათქვამს, თუ ეს ადამიანი გახარიას პარტიის წევრია, მეც ვეთანხმები, რომ მაშინ „ნაცმოძრაობაა“, კი“. – განაცხადა მდინარაძემ.

ინფორმაციისთვის, გუშინ ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული თავისუფლების მარშიდან ფოტო გამოაქვეყნა – ბავშვი ევროკავშირის დროშით ხელში.

პოზიციის დაფიქსირებიდან მალევე, გიორგი ქოჩორაშვილის „ინსტაგრამ“ ანგარიში გაქრა, მოგვიანებით კი მარშიდან იგივე ფოტო ფეხბურთელის მამამ, როინ ქოჩორაშვილმა Facebook-ზე გაავრცელა.

გიორგი ქოჩორაშვილის მამა: „ძალიან ბევრი ჟურნალისტი რეკავს, ბოდიში, რომ არ გპასუხობთ, ჩვენი პოზიცია აქ დაფიქსირებულია, ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს, პოზიცია შეუცვლელია!!!“