LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ხაზარაძემ ოჯახს, რომლის სახლიც გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზს მიღმა მოხვდა, სახლი უყიდა

412
70985402-133999841307308-5504742979216080896-n

მამუკა ხაზარაძემ ოჯახს, რომლის სახლიც გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზს მიღმა მოხვდა, სახლი ახალი უყიდა. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ facebook-ში დაწერა.

საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ ამა წლის 16 აგვისტოს სოფელ გუგუთიანთკარში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ გამყოფი ხაზის გადმოწევის შედეგად ადგილობრივი მაცხოვრებლის გივი რაზმაძის სახლი მოყვა მავთულხლართების მეორე მხარეს.

მე და ჩემი მეგობრები ამ შემთხვევიდან რამდენიმე საათში დავუკავშირდით ბატონ გივის და პირობა მივეცით, რომ ზუსტად ერთი თვის თავზე საცხოვრებელი სახლი მზად იქნებოდა და მას გადაეცემოდა საჩუქრად.

რამდენჯერმე გვქონდა კომუნიკაცია რაზმაძეების ოჯახთან. სახლი მზად არის და შეგვიძლია ნებისმიერ დროს გავაგზავნოთ მითითებულ მისამართზე,- წერს მამუკა ხაზარაძე.

შეგახსენებთ, გუგუტიანთკარის მკვიდრს, გივი რაზმაძეს, რომლის სახლიც საოკუპაციო ხაზს მიღმა მოხვდა, მამუკა ხაზარაძემ ახალი სახლის მშენებლობა შესათავაზა.

https://www.facebook.com/mamukakhazaradzeofficial/posts/134004794640146

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები