LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ხაზარაძე: „რეალურად ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე: ან ევროპა ან რუსეთი“

135
მამუკა ხაზარაძე

„რეალურად ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე: ან ევროპა ან რუსეთი. ასე დგას საკითხი“, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

როგორც მან  „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აღნიშნა, „ქართული ოცნება“ საქართველოში მთლიანად რუსულ პოლიტიკას ემსახურება, ამიტომ 2024 წლის არჩევანი რეფერენდუმის მსგავსი იქნება.

შალვა პაპუაშვილი: „პარტიულ სიებში დეპუტატობის კანდიდატის დელეგატებად განსაზღვრით, პარტიებს ექნებათ შესაძლებლობა, ამომრჩევლებს შესთავაზონ, თუ ვინ შეიძლება პარტიის ფარგლებში მათი სახელით მოქმედებდეს“

„ქართველმა ხალხმა, რომელსაც არაერთხელ აქვს დაფიქსირებული ევროპული არჩევანი, ეს უნდა ასახოს 2024-ის არჩევნებში. „ქართული ოცნება“ არის შენიღბული, ასე ვთქვათ ფსევდო ქართული მოტივაციებით, სინამდვილეში კი ამოძრავებს მხოლოდ ერთი მიზანი – დარჩეს ხელისუფლებაში, სხვა ყველა მისი ქმედება შეფარული და ხანდახან შეუფარავი, არის პირდაპირი რუსული პროპაგანდა საქართველოში.

ეს გამოიხატება უვიზო მიმოსვლაში, ფრენების დანიშვნაში ისეთ ქალაქებშიც კი, საიდანაც საბჭოთა კავშირის დროსაც არ დაფრინავდნენ თბილისში. ეს გამოიხატება ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსების უვიზოდ მასობრივად შემოდინებაში, რომ აღარაფერი ვთქვათ „გავრილოვის ღამეზე“, აღარაფერი ვთქვათ ე.წ. რუსულ კანონზე აგენტების შესახებ, ასევე ძალიან თვალშისაცემი იყო ბოლო ორი წლის განმავლობაში პირდაპირი თავდასხმა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებზე შეერთებული შტატებსა თუ ევროპის სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერებზე.

რომან გოცირიძე: „კატასტროფული დემოგრაფიის მთავარი მიზეზი ემიგრაციაა – თუ სწრაფი ეკონომიკური ზრდა არ მოხდა, არ შეიცვალა ვითარება და მთავრობა, ქვეყანა დაიცლება და დავადგებით გადაშენების გზას“

ასევე, დასავლური ორიენტაციის პრეზიდენტის დამუნათება და იმპიჩმენტის მოწყობის პროცედურა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ პრეზიდენტი ხვდებოდა ევროპის ქვეყნის ლიდერებს ჩვენი მომავლის გასაცნობად და ჩვენი ხალხის არჩევანის მხარდასაჭერად და უამრავი მსგავსი რამ.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია იმ რიცხვების გაჟღერება, რომელიც ასახავს ქართული ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების გაზრდას. „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ეკონომიკა მიზანმიმართულად გახადა რუსეთზე დამოკიდებული, ეს გამოიხატება ყველა სტრატეგიული პროდუქტის იმპორტ-ექსპორტში.

ჩვენ ვახდენთ ისეთი სტრატეგიული პროდუქტების იმპორტს, როგორიც არის ხორბალი, ბენზინი, გაზი, და აქ არ არის საუბარი მხოლოდ 20 ან 40- პროცენტიან წილზე, აქ ლაპარაკია 90 პროცენტს მიახლოებულ სტრატეგიული პროდუქტების იმპორტზე, ასევე ღვინო, რომელიც არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქცია, თითქმის 70 პროცენტი რუსეთში გადის. ეს არ ხდება შემთხვევით.

პრემიერი: „აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა ხელშესახებ შედეგებს უნდა მოიცავდეს, მათ შორის უვიზო მიმოსვლას, რაც თავისუფლად შეიძლება გაკეთდეს“

ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა და გარედან რომ შევხედოთ მოცემულობას, ჩვენ პრაქტიკულად რუსული ეკონომიკის ნაწილი ვართ, იმიტომ რომ 26 000 რუსული კომპანია დარეგისტრირდა ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში და 100 ევროპულ კომპანიასაც ვერ დამისახელებთ, რომელიც აქ დარეგისტრირდა ამ პერიოდში. აი ეს არის შედეგი“. – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები