LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა გორგოძე მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე თანახმაა – მამუკა ბახტაძე

237
69006981-534883123914428-8621950261771894784-o

პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ მას მამუკა გორგოძემ პირადად უთხრა თანხმობა მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე.

„მეგობრებო, მრავალრიცხოვან გულშემატკივართა თხოვნა იყო, რომ მამუკა გორგოძეს მიეღო მონაწილეობა რაგბის 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. ამას დაემატა სამწუხარო ფაქტი, რომ ნაკრების რამდენიმე წამყვანი მოთამაშე მძიმედ დაშავდა.

მამუკას ვესაუბრე ამ საკითხებზე ორი დღის წინ, სადაც მან თანხმობა მითხრა მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე.

დიდი მადლობა ლეგენდარულ კაპიტანს ამ გადაწყვეტილებისთვის!

ამ წუთებში მიმდინარეობს მოლაპარაკება მის კლუბთან საბოლოო დეტალების დასაზუსტებლად.

წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ბორჯღალოსნებს! #რაგბიჩვენითამაშია“ – წერს მამუკა ბახტაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები