Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
მამუკა ბახტაძემ 5 გუბერნატორი თანამდებობიდან გაათავისუფლა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ბახტაძემ 5 გუბერნატორი თანამდებობიდან გაათავისუფლა

99

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რამდენიმე გუბერნატორი თანამდებობიდან გაათავისუფლა. თანამდებობები დატოვეს შიდა ქართლის გუბერნატორმა, აკაკი მაჭუტაძემ; მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა; სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ; ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ.

თანამდებობებს ინარჩუნებენ კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე და გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე.

ამასთან, იმერეთს მიმდინარე წლის მარტიდან გუბერნატორი არ ჰყავს. გუბერნატორის მოვალეობას გრიგოლ დალაქიშვილი ასრულებდა. გივი ჭიჭინაძემ აღნიშნული თანამდებობა ვანისა და ხონის მაჟორიტარობის შუალედურ არჩევნებში გამარჯვებისას დატოვა.

მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, ამ რეგიონებში, ისევე როგორც იმერეთში, უახლოეს დღეებში საზოგადოებას ახალ სახელმწიფო რწმუნებულებს წარუდგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები