LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ბახტაძე: ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ ონლაინ სესხები გაქრა

105

ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ ონლაინ სესხები გაქრა, შეიძლება შემცირების ტენდენცია იყოს, მაგრამ ნამდვილად არ გამქრალან ბაზრიდან, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, საბანკო სექტორის ახალი რეგულაციის ამოქმედების პარალელურად, ონლაინ სესხების პოზიციების შესუსტების ტენდენციაზე საპასუხოდ განაცხადა.

ფინანსთა მინისტრს არ აქვს მოლოდინი, რომ აღნიშნული რეგულაცია მიკროსაფინანსოების საქმიანობას მნიშვნელოვნად შეამცირებს. „ვფიქრობ, მიკროსაფინანსოების საქმიანობა საქართველოში არის აუცილებელი. ისინი წარმოადგენენ გარკვეულ ხიდს მცირე ბიზნესის დაფინანსებისთვის, მაგრამ რაც შეეხება თამაშის წესებს, ის უნდა იყოს საერთო. სამწუხაროდ, ასიმეტრიული რეგულაცია იყო ფინანსურ სექტორში – საბანკო სექტორს განსხვავებული რეგულაცია ჰქონდა, არასაბანკო სექტორს – სხვა, ონლაინებს კიდევ განსხვავებული რეჟიმი, რამაც მნიშვნელოვნად ხელი შეუწყო ჭარბვალიანობის პრობლემის წარმოქმნას.

ვინც არის კონკურენტუნარიანი, ვისაც შეუძლია ბაზარს მიაწოდოს კონკურენტუნარიანი ფინანსური პროდუქტი, მე გარწმუნებთ, რომ ყველა ეს ორგანიზაცია იქნება წარმოდგენილი ბაზარზე, ხოლო ვინც დაკავებულია სპეკულატური საქმიანობით, რა თქმა უნდა, მას თავისი მუშაობის სპექტრი შეეზღუდება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები