ყოფილი პრემიერის ტყუპები ცოტა ხნის წინ ერთი წლის გახდნენ. ბავშვების ფოტოებს მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელში არც თუ ისე ხშირად აქვეყნებს, თუმცა ამჯერად, მის მიმდევრებს გიორგისთან ერთად გადაღებული ფოტო გაუზიარა.
ცნობისთვის, გიორგი ბახტაძის რჩეული ყოფილი მოდელი და მარკეტინგის მენეჯერი იანა კოკოულინაა, რომელთანაც მას 6-წლიანი ურთიერთობა აკავშირებს.
მამუკა ბახტაძე 2017-2018 წლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრის პოსტს იკავებდა, ხოლო 2018-2019 წლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო.