LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ბახტაძე პრემიერმინისტრის რანგში პირველი ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა

72

მამუკა ბახტაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტით 18-20 ივლისს ბრიუსელს ეწვევა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერის სამუშაო ვიზიტი ბელგიის სამეფოში 18 ივლისს, ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრით დაიწყება, რის შემდეგაც მხარეები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

19 ივლისს საქართველოს პრემიერმინისტრს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი უმასპინძლებს. დაგეგმილია მამუკა ბახტაძის და დონალდ ტუსკის ერთობლივი მიმართვა პრესისადმი.

ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვედრებს გამართავს ბელგიის სამეფოს ვიცე პრემიერთან, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან დიდიე რეინდერსთან, ევროკომისართან ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანთან, ევროკომისართან ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომთან და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, ევროკომისართან ევროპული და სოციალური დიალოგის საკითხებში ვალდის დომბროვსკისთან.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერმინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია იმყოფებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები