LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ბახტაძე მსოფლიო ბანკის მთავარ ეკონომისტს შეხვდა

76

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე მსოფლიო ბანკის მთავარ ეკონომისტს შეხვდა. მამუკა ბახტაძემ და ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონში მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა, ჰანს ტიმერმა საჯარო სექტორში ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებაზე ისაუბრეს.

როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, საქართველოს მთავრობასთან აღნიშნული დიალოგის მიზეზი გახდა ის გარემოება, რომ საქართველო განიხილება, როგორც წარმატებული მაგალითი „ბლოკჩეინ ტექნოლოგიების“ დანერგვის მიმართულებით.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მსოფლიო ბანკის, ზოგადად, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების როლი აღნიშნული სისტემების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით კონსულტაციები და თანამშრომლობა გაგრძელდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები