Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
მამუკა ბახტაძე – ბრიუსელის სამიტიდან საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები გვაქვს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ბახტაძე – ბრიუსელის სამიტიდან საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები გვაქვს

74

მომდევნო კვირას ბრიუსელში გაიმართება ნატოს სამიტი. არაწევრი ქვეყნების ფორმატში საქართველო მონაწილეობს ორ ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაში. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს თემატიკა ცალკე ფორმატში განიხილება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შემუშავებული დღის წესრიგი იმ პროგრესს ასახავს, რომელსაც საქართველომ ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმებით მიაღწია. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პროგრესს პარტნიორი ქვეყნები ჯეროვნად დააფასებენ.

“ეს იქნება პირველი შემთხვევა საქართველო-ნატოს ურთიერთობაში, როდესაც აღნიშნულ ფორმატებს საქართველო ესწრება და მას დაესწრება ნატოს ყველა წევრი ქვეყანა ლიდერების დონეზე. ეს კიდევ ერთი აღნიშვნაა იმ ფაქტისა, რომ საქართველო-ნატოს ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდა. ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ეს იქნება ასევე პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს თემატიკა ცალკე ფორმატში განიხილება. მინდა ყველა ჩვენს მეგობარ ქვეყანას მადლობა გადავუხადო, რომ აღნიშნული ფორმატი შედგა.

ბრიუსელის სამიტიდან ჩვენ გვაქვს საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს დიპლომატიურ კორპუსს, რომელიც ძალიან აქტიურად მუშაობს. ვფიქრობ, რომ შემუშავებული დღის წესრიგი ნათლად ასახავს იმ ძალიან მნიშვნელოვან პროგრესს, რასაც ჩვენ მივაღწიეთ იმ რეფორმებით, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში გატარდა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორი ქვეყნები ამას ჯეროვნად დააფასებენ,”- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები