LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მამის სიცოცხლე ექიმის დაუდევრობამ შეიწირა“ – თამთა შედანია მისი ცხოვრების ტრაგიკულ პერიოდს იხსენებს

657
ფორტუნა - 2023-09-13T012605.969

„სიცრუის დეტექტორის“ მორიგი სტუმარი მოდელი თამთა შედანია იყო.

ცნობილმა მოდელმა თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებზე, მოდელობაზე, კონკურსში მონაწილეობასა და მამის გარდაცვალებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, მამის სიცოცხლე ექიმების დაუდევრობამ შეიწირა.

„სამეგრელოში გვაქვს სახლი, სადაც ზაფხულში ჩავდივართ ხოლმე. მთელი ოჯახი იქ იყო, ჩემ გარდა. სარემონტო სამუშაოები იყო და მამა ერთ-ერთ მუშასთან დასახმარებლად მივიდა.

ე.წ. ბარგალკას ქვა გასკდა და მამას თავის ქალა დაუზიანდა. ზუგდიდში ჩაუტარდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება და ისე, რომ ექიმმა ტომოგრაფია არ გადაუღო, ჭრილობა გაკერა. აღმოჩნდა, რომ ქვის ნაწილი თავის ტვინში იყო დარჩენილი.

ქუთაისიდან ჩავიყვანეთ საუკეთესო სპეციალისტი და ისევ ოპერაცია  ჩაუტარდა. მამა მერე თითქოს გამოკეთდა, მაგრამ ოპერაციიდან ორი კვირის მერე ცუდად გახდა. ცხვირიდან დაეწყო სისხლდენა. მამა თბილისში ერთ-ერთ კლინიკაში რამდენიმე თვე იწვა. ბევრი მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.. მამა 44 წლის ასაკში გარდაიცვალა“  . – იხსენებს თამთა.

ვიდეო: თამთა შედანია: „არ მინდოდა, ჩემზე ეთქვათ, მოდელია და უჭკუოაო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები