მამის მზრუნველობა ბავშვის ინტელექტს აუმჯობესებს. ბრიტანელმა მეცნიერებმა ჩაატარეს საკმაოდ ხანგრძლივი კვლევა და დაადგინეს, რომ ყველაზე ჭკვიანი ბავშვები იმ ოჯახებში იზრდებიან, სადაც მამის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. ამას ადასტურებს ექსპერიმენტი, რომელიც წლების განმავლობაში გრძელებოდა და მასში 138 ბავშვი მონაწილეობდა.
აღმოჩნდა, რომ რაც უფრო მეტ დროს უთმობს მამა შვილს, მისი კოგნიტური შესაძლებლობებიც ბევრად უფრო მაღალია. ექსპერტებმა ასევე დაადგინეს, რომ ბავშვის ნორმალური განვითარებისთვის მშობელთან ერთად მარტივი თამაშებიც კი საკმარისია.