2023 წლის 11 მაისს, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, 21 წლის ბიჭი დააკავეს, რომელსაც ბრალი 11 პრიმა 109-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში, ოჯახის წევრის მიმართ.
როგორც „ფორტუნას“ რუსთავის საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დღეს ნაფიცმა მსაჯულებმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს, 21 წლის კახა კობახიძე უდანაშაულოდ ცნეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.