სერ პოლ მაკკარტნი 5 შვილის მამაა. მისი ერთ-ერთი ვაჟი, ჯეიმს მაკკარტნი მამის ასლია, ის პოლს გაჭრილი ვაშლივით ჰგავს და ისიც მუსიკითაა გატაცებული. 45 წლის ჯეიმსი საზოგადოების წინაშე არც თუ ისე ხშირად ჩნდება.
ახლახან ის პაპარაცებმა გიტარით ხელში ლონდონის ქუჩაში გადაიღეს. ის მეგობართან შესახვედრად და ფინჯანი ყავის დასალევად მიემართებოდა.
„მამის ასლია“, „გაჭრილი ვაშლივით ჰგავს“,„ერთმანეთისგან ვერ გაარჩევ“, – წერენ კომენტარებში.