LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამბას დღე: ლოს ანჯელესში კობი ბრაიანტის დღე დააწესეს

33

ლოს-ანჯელესის ხელისუფლებამ 24 აგვისტო კობი ბრაიანტის დღედ გამოაცხადა.
დღე სათამაშო ნომრის მიხედვით შეირჩა.

„ამ 20 წლის განმავლობაში ჩვენ ვიყავით კობის არნახული ნიჭისა და შრომისმოყვარეობის თაყვანისმცემლები, ახლა ჩვენ ვიკრიბებით, რათა ვუთხრათ: მადლობა, მამბა“, – განაცხადა ლოს-ანჯელესის საქალაქო საბჭოს წევრმა ხოსე უისარმა.

უდიადესი კალათბურთელის დაჯილდოება ქალაქის მერიაში ჩატარდება.

37 წლის ბრაიანტმა კარიერა ახლახან, სეზონის დასრულებისას დაამთავრა.
ყველა, ოცივე სეზონი კობიმ „ლეიკერსში“ გაატარა.
ის ნბა-ს ხუთგზის ჩემპიონია.
18-ჯერ მიიღო მონაწილეობა ყველა ვარსკვლავის მატჩში, ოთხჯერ ამ თამაშებში საუკეთესოდ დაასახელეს.
აშშ-ს ნაკრებში კობის ორჯერ აქვს მოგებული ოლიმპიური ოქრო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები