LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა უნდათ – ვატო წერეთელი

278
vatowereteli

„ჩემი აზრით, უნდათ ჩემი ოჯახის წევრზე, მამაზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და ამით ჩემი აზრით, შეეცდებიან ჩემზე პირადად მანიპულირებას“, – ამის შესახებ „ტვ პირველის“ დამფუძნებელმა, ვახტანგ წერეთელმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხვის დასრულების შემდეგ განუცხადა. 

ვატო წერეთელი დაკითხვაზე: ეს არის სრული დეგენერატობა, იდიოტიზმი

ახლა შევალ და ვეცდები ყველა კითხვას გავცე პასუხი.

მისივე თქმით, შეეცადა მიეღო პასუხი კითხვაზე ვინ არის დაზარალებული ან მომჩივანი მხარე, თუმცა, მოსამართლემ შეაჩერა და განუმარტა, რომ კითხვების დასმის უფლება არ ჰქონდა.

“იმ ქვეყანაში, სადაც ამდენი გამოუძიებელი საქმეა, 11 წლის წინანდელ საქმეზე, სადაც არც დაზარალებული ჰყავთ, არც მომჩივანი მხარე ჰყავთ, ეს აჩენს ძალიან დიდ ეჭვს, ჩემი აზრით.

რაც შეეხება ტელევიზიას, ბევრმა ადამიანმა იცის, რომ იყო კონკრეტული შემოტევები, ამიტომაც ყოველთვის ვფიქრობ, რომ ყველაფერი უკავშირდება სავარაუდოდ, ამ ტელევიზიას. კითხვები ეხებოდა 11 წლის წინანდელი ტრანზაქციის შიდა დეტალებს, რაზეც განვუცხადე, რომ შიდა დეტალები მე ნამდვილად არ ვიცოდი“, – განაცხადა ვახტანგ წერეთელმა.

ვახტანგ წერეთელი სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე დაიკითხა.