LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამას ცოცხლად სიკვდილით დასჯას ქვია ლენო…მამას ენატრები – გიორგი გვარჯალაძე გარდაცვლილ შვილზე

13798
b643460ee8dcaded04452ce5b46a5a54

მუსიკოსი გიორგი გვარჯალაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, ის გარდაცვლილ შვილზე ლენო გვარჯალაძეზე წერს.

“მამას ენატრები… მამას ყელში გაჩხერილ ბურთს ქვია ლენო. მამას გატეხილ გულს ქვია ლენო. მამას ცოცხლად სიკვდილით დასჯას ქვია ლენო. მამას სამსახურსაც ლენო ქვია. შენც გვარჯალაძე ხარ ხო? გაიცანი მამაჩემი, რომელსაც მე არ ვიცნობ? მინდა მჯეროდეს, არ გამომდის. მძიმეა. მიყვარხარ. მიჭირს ძაან!”-წერს გიორგი გვარჯალაძე სოციალურ ქსელში და შვილის ვიდეოს აქვეყნებს.

ცნობისთვის, ტელეწამყვანის ლულუ კახიანისა და მუსიკოსი გიორგი გვარჯალაძის 15 წლის გოგონა ლენო,  ამ წლის ივნისში გარდაიცვალა.

მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

https://www.facebook.com/gvaji/videos/10212982193348969/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები