„ვალენსიას“ გულშემატკივრებს მოუწევთ „მესტალიაზე“ მზესუმზირის ჭამისგან თავის შეკავება.
კლუბი ფანებს მოუწოდებს არ ჭამონ და არ დაყარონ მზესუმზირა, რადგან ეს ანტისანიტარულ პირობებს წარმოშობს.
პოპულარული საკნატუნოს ნარჩენები ვირთხებს იზიდავს, რაც განსაკუთრებულ უსიამოვნებას ქმნის.
ამასთან, „ვალენსია“ საჩივარს იღებს სტადიონის სიახლოვეს მცხოვრები მოქალაქეებისგან, რომლებთაც არ მოსწონთ ხმაური, როდესაც ტექნიკით ტრიბუნებს ასუფთავებენ.
„მესტალიაზე“ მზესუმზირა არ გაიყიდება, ხოლო ქომაგებს სთხოვენ თუ სახლიდან მიიტანენ, მაშინ თან პაკეტიც გაიყოლონ ნარჩენების ჩასაყრელად.