ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მერვე კლასელმა ბავშვი გააჩინა. სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებისათვის ადრეულ ასაკში ქორწინების შესახებ ინფორმაცია ცნობილი მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც არასრულწლოვანმა იმშობიარა.
სამოქალაქო აქტივისტი, სამირა ბაირამოვა ამ ფაქტს ეხმაურება და გოგონას ოჯახის შესახებ წერს.
„მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, მამამისი წლები მწყემსად მუშაობდა, მათ მომთაბარეობაში გაუტარებიათ თითქმის მთელი ცხოვრება. ბოლოს, დმანისის სოფელ კამარლოში გადასულან. ბიჭის ოჯახსაც იგივე ცხოვრება ჰქონია, ორივე ოჯახის შვილი განათლებისგან და საზოგადოებისგან იზოლირებულად ცხოვრობდნენ და ამ პირობებში შეიქმნა მათი ოჯახი.
ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ ამართლებს არაფერს, უბრალოდ სოციალური მდგომარეობის აღწერაა. ეს კიდე კარგად გვაჩვენებს, სად რა პრობლემა გვაქვს, როგორ უნდა დავიცვათ ბავშვები… ჩვენ სულ უნდა ვისაუბროთ ამ თემაზე, მთაში, მინდორში, ღრმა სოფლებში მცხოვრებლებთან მივიდეს ჩვენი ხმა,“ – წერს სამირა ბაირამოვა.
მე – 8 კლასის დედაზე
ბავშვის ოჯახის მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო მამამისმა წლებია მწყემსად იმუშავებია, მათ…
Posted by Samira Bayramova on Wednesday, October 18, 2023
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით დაიწყო, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან სქესობრივ კავშირს ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.