ბოლო დროს სულ უფრო აქტიურად განიხილება მამაკაცური სილამაზის სტანდარტები. მართალია, ტენდენცია ცოტა უცნაურია, მაგრამ მაინც საინტერესოა, როგორი წარმოდგენა აქვთ იდეალურ მამაკცზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.
აშშ
მამაკაცური სილამაზის ამერიკული იდეალი ფართო ტორსი და მხრები, ბიცეპსი და დაკუნთული მკერდია. ბოლო წლებში თეთრკანიან ამერიკელებში განსაკუთრებული პოპულარობით წვერიანი და კუბოკრულ პერანგიანი “სექსუალური ხისმჭრელის” ტიპი სარგებლობს, რომელმაც ინდივუდუალური სახელი “lumbersexual”-ც კი მიიღო.
მექსიკა
“მაჩიზმი” ანუ “მამაკაცური შოვინიზმი” ნებისმიერი მექსიკელი მამაკაცის სავალდებულო “ატრიბუტია“. კვლევებმა აჩვენა, რომ მამაკაცისთვის, რომელიც საკუთარი თავის იდენტიფიცირებას მექსიკური კულტურის ტრადიციულ ფასეულობებთან ახდენს, “მაჩიზმი” საპირისპირო სქესთან ურთიერთობის მთავარი სტრატეგიაა.
ბრაზილია
ბრაზილიაში თეთრკანიანი მამაკაცი ბევრად უფრო გავლენიან და ძლევამოსილ პიროვნებად აღიქმება, ვიდრე შავკანიანი, რადგან ღია ფერის თმა ამ ქვეყანაში ადამიანებს პრაქტიკულად განუსაზღვრელ ძალაუფლებას ანიჭებს. არიული ნაკვთები და გარუჯულ კანი კი, ბრაზილიაში მამაკაცური სილამაზის უთავრესი ასპექტია, არანაკლებ მნიშვნელოვანია კარგად განვითარებულ მუსკულატურასაც.
სამხრეთ აფრიკა
სამხრეთ აფრიკაში სილამაზედ თეთრი კანის ფერი ითვლება, ამიტომ ჟურნალის Men’s Health South Africa и GQ South Africa მოდელების 70% სწორედ თეთრკანიანია, საცხი კანის გაუფერულებისთვის კი, ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტი სამხრეთ აფრიკელ მამაკაცებს შორის.
ნიგერია
ნიგერიაში იდეალად ნავარჯიშები და ძლიერი ტორსი ითვლება, რადგან აქ ჭეშმარიტი მამაკაცი აუცილებლად ფიზიკურად ძლიერი და გამბედავი, საკუთარ თავში დარწმუნებული და აბსოლუტურად უემოციო უნდა იყოს.
თურქეთი
ტრადიციული თურქული სილამაზის ეტალონი ბოლო დროს სულ უფრო მეტად იძენს რომანტიკულ ელემენტებს. სამეცნიერო ჟურნალში Archives of Sexual Behavior გამოქვეყნებული კვლევების მონაცემებით, თურქი ქალები სუფთად გაპარსულ მამაკაცებს ანიჭებენ უპირატესობას. რაც მთავარია, მამაკაცს არა მარტო სახე უნდა ჰქონდეს უნაკლოდ სუფთა, არამედ მთელი სხეულიც. ალბათ, სწორედ ამიტომ გახდა თურქ მამაკაცებში ასე პოპულარული კოსმეტიკური პროცედურები.
იტალია
იტალია მამაკაცური მოდის მექად ითვლება, რადგან ამ ქვეყანაში მამაკაცები მხოლოდ იმ ტანსაცმელს ატარებენ, რაც უხდებათ და არ ეშინიათ ფერთან ექსპერიმენტების, მაშინაც კი, თუ ეს ფერები ტრადიციულად ქალისაა. Sprezzatura – მამაკაცური ტიპის სპეციფიური დახასიათებაა, რაც დაახლოებით “გასხივოსნებულ უდარდელობას” ან “უდარდელობის სასიამოვნო ფერებს” ნიშნავს და სწორედ ეს თვისება ასოცირდება იტალიაში ყველაზე ხშირად მამაკაცურ მომხიბვლელობასთან.
დიდი ბრიტანეთი
ბრიტანეთში იდეალური მამაკაცის სიმბოლოდ მოდელები და პროფესიონალი ფეხბურთელები ითვლებიან. აქ წვერი ისეთივე პოპულარულია, როგორც დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, არანაკლებ აქტუალურია თმის მოვლა და ინტიმური ადგილების გაპარსვა, ტატუირებული სხეული კი, სექსუალურობის მთავარი ელემენტია.
ინდოეთი
თანამედროვე ინდუსი საკუთარ თავში უნდა იყოს დარწმუნებული და გავლენა ჰქონდეს სხვა მამაკაცებზე. საცხი კანის გაუფერულებისთვის კი, სამხრეთ აფრიკის მსგავსად აქაც დიდი პოპულარობით სარგებლობს.
სამხრეთ კორეა
სამხრეთ კორეაში შერეული ტიპი ფასდება ანუ ნავარჯიშებ ტორსს აუცილებლად თან უნდა ახლდეს სახის რბილი ნაკვთები, სტილის გრძნობა და მეიქაფი. ბოლო დროს კი, სამხრეთ კორეელ მამაკაცებს შორის სულ უფრო პოპულარული ხდება პლასტიკური ქირურგია.
ფილიპინები
ფილიპინებზე ნამდვილი მამაკაცად ის ითვლება, ვისაც საკუთარი თავის კონტროლი შეუძლია, სექსუალურადაა მომწიფებული და ოჯახსაც ეხმარება. იდეალურმა “მაჩომ” კი, პოზიციები მეტროსექსუალის სასარგებლოდ დათმო.
ავსტრალია
ერთ–ერთი გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ავსტრალიელი მამაკაცების უმრავლესობას სურს იყოს უფრო მაღალი, გამხდარი და ნავარჯიშები.
რუსეთი
რუსეთი იმდენად დიდი და მრავალფეროვანი ქვეყანაა, რომ ყველანაირი მამაკაცი მოსწონთ. მთავარია, მაგარი ხელები და ძლიერი ხასიათი ჰქონდეს.