LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცს, რომელმაც ხაშურში ყოფილი მეუღლე მოკლა, 20 წლით პატიმრობა მიესაჯა

115
Man

ხაშურში მამაკაცს, რომელმაც ყოფილ მეუღლეს ჯერ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, შემდეგ კი დანაშაულის სისრულეში მოსაყვანად, ქალის მიმართულებით ხელყუმბარაც ისროლა, გორის რაიონულმა სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პროკურატურის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქალი, 20-ზე მეტი დაზიანებით, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

“გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ბრალდებული ი.დ. დამნაშავედ ცნო.

ქალების კვლა და მათზე ძალადობა ყოველდღიურობაა – სოფო კილაძე

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 11 ოქტომბერს, ქ.ხაშურში ი.დ. ყოფილ მეუღლესთან სამსახურში კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღით და სამი ხელყუმბარით მივიდა და შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღით ჩაამტვრია ფანჯრის მინა და ყოფილ მეუღლეს ხუთჯერ ესროლა. ვინაიდან ი.დ.-მ დანაშაულის სისრულეში მოყვანა ვერ მოახერხა, ყოფილი მეუღლის მიმართულებით ხელყუმბარა ისროლა, რომელიც არ აფეთქდა. ნ.გ. -მ სიცოცხლის გადარჩენის მიზნით იქვე მდებარე სუპერმარკეტში შეაფარა თავი, სადაც ი.დ. შეჰყვა და განსაკუთრებული სისასტიკით, თავისა და სხეულის არეში ცეცხლსასროლი იარაღი რამდენჯერმე ჩაარტყა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ოცზე მეტი დაზიანების შედეგადაც ნ.გ. საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ი.დ. 2019 წლის 12 ოქტომბერს ქ. ხაშურში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 111, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით), 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გორის რაიონულმა სასამართლომ ი.დ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.”,- აღნიშნულია ინფრომაციაში.

“რა გჭირთ კაცებო, ხელს როგორ წევთ ქალებზე, რომლებიც თქვენი მეუღლეები, დები, დედები, ან შვილების დედები არიან?”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები