LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცს, რომელიც ქალს სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა, 5 წლით პატიმრობა შეეფარდა

217
GettyImages-917874814

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სექსუალური ხასიათის იძულებისა და გამოძალვისთვის ბრალდებული მამაკაცი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მამაკაცი ქალს პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოებით აშანტაჟებდა.

“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დაკავებულმა უკანონოდ მოიპოვა ქალის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები, რომლებიც 2019 წლის იანვარში დაზარალებულის მეგობარს გადაუგზავნა. აღნიშნული მასალის გავრცელებისა და ოჯახის წევრებთან გადაგზავნის მუქარით, დაზარალებულს მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა და 300 ლარის გადაცემას მოითხოვდა”, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზ.ქ 2019 წელს სიღნაღში დააკავეს. პროკურატურა მას ბრალს სსკ.-ის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის იძულება), 1571-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა) და 181-ე მუხლის პირველი ნაწილით (გამოძალვა, ე.ი. სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა) სდებდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, დაკავებული აღნიშნულ ბრალდებებში სრულად დამნაშავედ ცნო და ზ.ქ-ს საპატიმროში 5 წლის გატარება მოუწევს.