LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცს ცოლი და 2 მცირეწლოვანი შვილი სახლში ჰყავდა ჩაკეტილი და მკვლელობით ემუქრებოდა – შსს

288
shss

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ოჯახში ძალადობის და ოჯახური დანაშაულის ნიშნით ჩადენილი მუქარის ბრალდებით, 1983 წელს დაბადებული პირი დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ვაკე-საბურთალოს სამმართველოში შეტყობინება შემოვიდა, რომ თბილისში, მოქალაქეს საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჩაკეტილი ჰყავდა მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, რომლებზეც ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

უწყების ცნობით, სამართალდამცველები ადგილზე შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში გამოცხადნენ. მათივე ინფორმაციით, პოლიციის არაერთი მოწოდების მიუხედავად, მოქალაქე პოლიციასთან კავშირზე არ გამოდიოდა და კარს არ აღებდა. ადგილზე გამოძახებულ იქნა სამართალდამცველთა დამატებითი ჯგუფები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებმაც საცხოვრებელ ბინაში სპეცტექნიკის გამოყენებით შეაღწიეს და მამაკაცი დააკავეს.

ამ დროისთვის დაკავებულის ოჯახს საფრთხე აღარ ემუქრება.

გამოძიება ოჯახში ძალადობის და ოჯახური დანაშაულის ნიშნით ჩადენილი მუქარის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა და11-პრიმა 151-ე მუხლებით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები