LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცს 120 დოლარიანი ჯარიმა გამოუწერეს და მის გასაჩივრებას 40 ათასი დაახარჯა

132
b8b63135ca49404f4607cc04464164f4cf725294

ბრიტანელ მამაკაცს სიჩქარის გადაჭარბებისთვის 123 დოლარიანი ჯარიმა დაუწერეს. მას შემდეგ 3 წელი გავიდა, ავტომფლობელმა 37 ათასი დოლარი დახარჯა, თუმცა მის გაუქმებას მაინც ვერ მიაღწია.

ყველაფერი კი 2016 წელს მოხდა. ბრიტანელმა ტარასაზე 56 კმ/სთ განავითარა, როცა დაშვებული მხოლოდ 48 კმ/სთ იყო. სწორედ ამიტომ, მალევე მას ჯარიმა მიუვიდა. თუმცა, მძღოლმა მკაცრად გადაწყვიტა, რომ ამ ფულს არ გადაიხდიდა.

მამაკაცმა განაცხადა, რომ წესებს ყოველთვის იცავდა და საგზაო კამერის მიერ დაფიქსირებული დარღვევა გაუმართავი ხელსაწყოს ბრალი იყო.

3 წლიანი სასამართლო პროცესების გამო ბრიტანელმა 40 ათასამდე დოლარი დახარჯა, თუმცა თავისი სიმართლე მაინც ვერ დაამტკიცა. სასამართლოს აზრი ვერა და ვერ შეაცვლევინა.

მამაკაცი ამ ხარჯს ნანობს, თუმცა ფიქრობს რომ უკვე ძალიან გვიანია და თუკი ბრძოლა დაიწყო საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს. ამიტომ 123 დოლარის გადახდას არც მომავალში აპირებს და სჯერა რომ ერთ დღესაც მიზანს მიაღწევს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები