LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცმა ტვინის ოპერაციის შემდეგ საუბრის უნარი დაკარგა და მხოლოდ სიმღერა შეეძლო

50
0_JS264147655

ბრიტანელ მამაკაცს ინსულტის გამო ტვინის ოპერაცია გაუკეთეს. გამოღვიძების შემდეგ მან აღმოაჩინა, რომ ვერ საუბრობდა და აზრების გადმოცემა მხოლოდ სიმღერით შეეძლო. 25 წლის დომინიკ ნიკოლასის ისტორია გამოცემა Daily Star-მა გაავრცელა.

ნიკოლასი Jaguar Land Rover-ში მექანიკოსად მუშაობდა და ცოტა ხნის წინ სახლიც შეიძინა. მიუხედავად წარმატებული კარიერისა, მამაკაცი ხასიათის მუდმივი ცვლილებით იტანჯებოდა. ის ხან ბრაზს გრძნობდა, ხან უიმედობას, ხშირად იყო გაღიზიანებული, თუმცა ამ ემოციებს სახლში რემონტსა და მასთან დაკავშირებულ სტრესს მიაწერდა.

ერთ დღესაც კი ნიკოლასმა გაიღვიძა და აღმოაჩინა, რომ სხეულის მარჯვენა ნაწილი გაშეშებული ჰქონდა. მისმა საცოლემ სასწრაფო გამოიძახა და ექიმებმა ინსულტი დააფიქსირეს.

ბრიტანელს ტვინის დაზიანებაც დაუდასტურდა და სასწრაფოდ ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო.

ოპერაციიდან 2 კვირის შემდეგ ნიკოლასმა სიმღერა დაიწყო, თუმცა საუბარი ჯერ კიდევ არ შეეძლო, რადგან ტვინში ამ უნარზე პასუხისმგებელი ადგილი დაზიანებული ჰქონდა.

დროთა განმავლობაში მამაკაცს ეს უნარიც დაუბრუნდა, თუმცა განსხვავებული აქცენტითა და ხმით. როგორც თავად ნიკოლასი ამბობს, რობოტივით საუბრობს, თუმცა ამ ფაქტს უკვე შეეგუა და ცდილობს ჩვეულებრივ ცხოვრებას დაუბრუნდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები