LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცმა სპორტქარი იყიდა და რამდენიმე საათში დაამტვრია

62
honda-crash

შემთხვევა ინგლისში, ლინკოლნშირის საგრაფოში მოხდა. 33 წლის მძღოლმა ძვირადღირებული კაბრიოლეტი Honda S2000 შეიძინა. სახლში მისვლისთანავე კი მან გადაწყვიტა, რომ ავტომობილი მოძრაობაში გამოეცადა, ამიტომ ქალაქის წყნარ უბანში სასეირნოდ წავიდა.

სეირნობა-სეირნობაში ბრიტანელი ნამდვილ ეშხში შევიდა და სიჩქარე 240 კმ/სთ-მდე გაზარდა. ამ სიჩქარეზე მან საჭის დამორჩილება ვეღარ შეძლო და საცხოვრებელი სახლის ღობეს, შემდეგ კი ქუჩის განათებას შეასკდა. სპორტქარმა საკმაოდ სერიოზული დაზიანებები მიიღო.

დაზიანდა ასევე საცხოვრებელი სახლიც, ღობე მთლიანად ჩამოიშალა და მისი ნატეხები სახლს მოხვდა.

ავარიის შედეგად მძღოლი არ დაზარალებულა. უფრო მეტიც ის ავტომობილიდან სიცილით გადმოვიდა და განაცხადა, რომ როგორც ჩანს, მისი შენაძენი იმაზე ბევრად მძლავრი აღმოჩნდა ვიდრე ის წარმოიდგენდა.

ადგილობრივებმა კი პოლიციას მიმართეს და დაუდევარი ავტომფლობელის მკაცრად დასჯას ითხოვენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები