LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცმა, რომელიც მთელი დღე გაზეთებს კითხულობდა, დამსაქმებელს მოსაწყენი სამსახურის გამო უჩივლა

143
75467657

კომპანია „ირლანდიის ნაციონალური რკინიგზას“ (Irish Rail) თანამშრომელმა დამსაქმებელს სასამართლოში უჩივლა. მამაკაცი უკმაყოფილო იყო იმით, რომ მისი სამსახური მაქსიმალურად მოსაწყენი იყო, მთელი დღე ჭამდა და გაზეთებს კითხულობდა, რადგან ძალიან ცოტა დავალებას აძლევდნენ. უჩვეულო სარჩელის შესახებ Money Control წერს.

დერმოტ ელისტერ მილსი უსაქმურობით უკვე 9 წელია, რაც იტანჯება. მამაკაცმა შრომითი ურთიერთობების კომისიას აუხსნა, რომ მისი საქმიანობა მას შემდეგ დასრულდა, რაც 2014 წელს კომერციულ საიდუმლოებას ახადა ფარდა.

მოპასუხე მხარის ინფორმაციით, დასაქმებული წელიწადში 121 ათას ევროს იღებდა, თანაც იმისთვის რომ გაზეთები ეკითხა და ბევრი ესეირნა, ამიტომ საჩივრის არსი გაუგებარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები