LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცმა ქარიშხლისგან დასაცავად სახლში 300–ზე მეტი უსახლკარო ცხოველი შეიფარა

124
mandogs2010

ქარიშხალმა „დელტამ“ მთელი მექსიკა ფეხზე დააყენა და გამონაკლისი არც რიკარდო პიმენტელა გამხდარა. მამაკაცი ცხოველთა თავშესაფარში მუშაობს და ბუნებრივი კატასტროფის დროს თავშესაფრის ბინადართა უსაფრთხოება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამიტომ გადაწყვიტა, ამ საკითხზე პირადად ეზრუნა.

რიკარდომ იცოდა, რომ თავშესაფრის შენობა ქარიშხალს ვერ გაუძლებდა, ამიტომ 300–ზე მეტი ცხოველი თავის სახლში წაიყვანა. მანამდე მექსიკელმა საკმარისი რაოდენობის საკვები და სხვა საჭირო ინვენტარი მოამზადა, ასე რომ ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა.

მასობრივმა ქარიშხალმა მექსიკას დიდი ზიანი მოუტანა და ბევრი ადამიანიც დააზარალა.

„ეს 300 ცხოველი ჩემს თავშესაფარში ცხოვრობს. სამწუხაროდ, ქარიშხალგამძლე ნაგებობები საკმარისი რაოდენობით არ გვაქვს, ამიტომ მათი წამოყვანა სახლში მომიხდა“, – უთხრა რიკარდომ Bored Panda-ს.

,,ცხოველები ქარიშხლის ღამეს ძალიან კარგად იქცეოდნენ. მათ პრობლემები თითქმის არ შეუქმნიათ, ყველა მათგანი აცრილი და სტერილიზებულია. ისინი მზად არიან, რომ ახალი პატრონი იპოვონ“

რიკარდომ ასევე ისიც დაამატა, რომ ცხოველებზე ბავშვობიდან ზრუნავდა და 9 წლის წინ თავშესაფარი დააფუძნა. ისინი არამხოლოდ ძაღლებზე, არამედ კატებზე, კუებზე, ძროხებზე, ცხვრებზე, თხებზე, ღორებზე, ცხენებზე და მაიმუნებზეც ზრუნავენ.

   

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები