ავსტრალიელ მამაკაცს შეუძლია დარწმუნებით თქვას, რომ ნამდვილად ყველაზე იღბლიანი ადამიანია. მან ლატარიაში 70 ათასი დოლარი მოიგო და იმავე დღეს მამაც გახდა.
როგორც გამოცემა UPi იუწყება, ახალი სამხრეთ უელსის მკვიდრმა გადაწყვიტა, რომ ლატარიაში ბედი მაშინ ეცადა, როდესაც მისი მეუღლე მშობიარობისთვის ემზადებოდა. მამაკაცს სჯეროდა, რომ ეს ნამდვილად განსაკუთრებული დღე იყო.
„ბილეთი მხოლოდ იმიტომ ვიყიდე, რომ ძალიან მალე ბავშვი უნდა დაბადებულიყო და თავს ძალიან იღბლიანად ვგრძნობდი ! როგორც აღმოჩნდა მართალიც ვიყავი“ – დააზუსტა გამარჯვებულმა.
ლატარიის ჯეკპოტი 71,610 დოალრი იყო, ავსტრალიელის მეუღლემ კი ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა.
„ყველაფერი ერთ დღეში მოვიგეთ, ასეთი განსაკუთრებული დღე ადრე არასდროს გვქონია.“
მოგებული ფულის დახარჯვას ოჯახი შვილისთვის საჭირო ნივთების შესაძენად და ბინის გასარემონტებლად გეგმავს.