ამერიკელმა მამაკაცმა 80 ათას დოლარზე მეტი დახარჯა, რათა თავის კუმირს – ბრიტნი სპირსს დამსგავსებოდა.
„დეილი მეილის“ ინფორმაციით, 31 წლის ბრაიან რეი ჯერ კიდევ 17 წლის იყო, როდესაც მომღერლის გარეგნობით აღფრთოვანდა. პირველი პროცედურაც სწორედ ამ ასაკში გაიკეთა, მან პირის ფორმა შეიცვალა. მას შემდეგ კი მამაკაცმა დამატებით 90 კოსმეტიკური პროცედურა ჩაიტარა და სახის ფორმა მთლიანად შეიცვალა. გარდა ამისა, ბრაიანი ყოველ თვე 500 დოლარს ხარჯავს, რათა მისი კანი მუდმივად ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს. მამაკაცის აზრით, ბრიტნი მას საკუთარი თავის პოვნაში დაეხმარა, რისთვის ძალიან მადლიერია.
აღსანიშნავია, რომ ბრაიანმა მომღერლის ყველა შოუ ზეპირად იცის და მისი მიბაძვაც არაჩვეულებრივად გამოსდის.